გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამეგრელოში, ფერმერებს შეხვდა. ოთარ შამუგია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში თხილის ბაღში იმყოფებოდა, ის ინდუსტრიული თხილის ბაღების მფლობელებს შეხვდა.
იქამდე, მინისტრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში თხილის მწარმოებელი ფერმერების ტრენინგის მონაწილეებს ესაუბრა. ამ დროისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვის პროცესი მიმდინარეობს.