16 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
დავით კაჭარავა აქციის მონაწილეებს: ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის - ჩვენ ამ გზაზე ვივლით და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი წინაპრების პატივისცემით

ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია, ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის და მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების მეტ პასუხისმგებლობას, - ასე მიმართა "გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს "ხალხის ძალის" წევრმა დავით კაჭარავამ.

კაჭარავამ აღნიშნა, რომ საქართველო ყოველდღიურად გახდება მეტად დამოუკიდებელი და ევროკავშირში გაწევრიანდება ამაყად, ქვეყნის ფასეულობებისა და წინაპრების პატივისცემით.

"ამიტომ ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ყოველდღიურად გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებლები და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი წინაპრების პატივისცემით", - განაცხადა კაჭარავამ.

დღის ამბები