"ლოგიკური გადაწყვეტილება" - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური.
ბუჩუკური ამბობს, რომ მისი გუნდისთვის მიუღებელია როგორც ძალადობა, ისე ახალგაზრდისთვის კონკრეტული დანაშაულისთვის განსაზღვრული უმაღლესი სასჯელის შეფარდება.
"ჩვენი გუნდისთვის ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, ეს ჩვენ ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი. "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა იქნება თუ სხვა მსგავსი ქმედება, ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. მეორე მხრივ, ასევე მიუღებელია, ახალგაზრდა ადამიანს ყველაზე დიდი სასჯელი შეუფარდო. ამიტომ, ლოგიკური იყო სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება,"- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.