16 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
ფოტიგას და კუბილიუსის სანქციები ვერ შემაშინებს, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვაზე დავთანხმდე - გურამ მაჭარაშვილი

ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა - მმართველი გუნდი ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. რეზოლუციის ტექსტზე ევროპელი კანონმდებლები უკვე შეჯერდნენ, თუმცა ეს საბოლოო ვარიანტი არ არის. დოკუმენტში წერია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, გადაიხედება ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის და არ გაიხსნება მოლაპარაკებების ეტაპი. დოკუმენტში აღარ არის საუბარი სანქციებზე. მანამდე კი სტრასბურგში წარდგენილი იყო რეზოლუციის 4 პროექტი. მოთხოვნათა შორის კი იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, "ქართული ოცნების" წევრებისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის და სამართალდამცველებისთვის სანქციების დაწესება.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარები საკუთარ ინსტიტუციებსაც კი არ სცემენ პატივს - ამის შესახებ "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს. 

"ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ უსამართლობაზე, საუბარი ასევე არის იმაზე, რომ ევროპის ევროპარლამენტარები და ზოგიერთი კოლეგები პატივს არ სცემენ საკუთარი ევროპის ინსტიტუციებსაც კი. მაგალითად, ევროპის საერთაშორისო სასამართლოს არ სცემენ პატივს, რომელმაც არაერთხელ გამოიტანა გადაწყვეტილება პატიმარ სააკაშვილის დანაშაულთან და თაღლითობებთან დაკავშირებით და მიუხედავად ამისა, ასე უტიფრად ითხოვენ უკანონოდ სააკაშვილის გათავისუფლებას და ასე უტიფრად ითხოვენ უსამართლოდ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. აი ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვამბობთ, რომ უსამართლობა არც ევროკავშირიდან არის ასატანი და არც ერთი ქვეყნიდან. მე ჩემდათავად ვამბობ და დარწმუნებული ვარ ბევრი იტყვის ამას, რომ ფოტიგას და კუბილიუსის სანქციები ვერ შემაშინებს, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვაზე დავთანხმდე", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები