16 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
29 აპრილს არის ჩვენი ორგანიზებული საყოველთაო სახალხო შეკრება, იმ დროს სხვა აქცია ვერ ჩატარდება - მამუკა მდინარაძე 

29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი გამოსვლა ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის ემზადება. უმრავლესობა კი თვლის, რომ ოპონენტები მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ. 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, 29 აპრილს, სხვა აქცია ვერ ჩატარდება, ამიტომ, არანაირი პროვოკაცია არ არის მოსალოდნელი:

"29 აპრილს არის საყოველთაო შეკრება, მოვა ძალიან ბევრი ადამიანი. იმ დღეს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რომელიც რაიმე მცირე ინციდენტსაც კი შეიძლება დაუკავშირდეს, შეიძლება იყოს მხოლოდ იმ კონტექსტიდან გამოწვეული, რომელიც პროვოკაციის დაგეგმვის გამო შეიძლება მოხდეს. თუ ვინმე ამბობს, რომ იმ დღეს სხვა აქცია იქნება, ის იქნება პროვოკატორი და ამ პროვოკაციას არც სახელმწიფო და არც ხალხი დაუშვებს. 

29 აპრილს არის ჩვენი ორგანიზებული და ჩვენი მოწოდებით ჩანიშნული დიდი, საყოველთაო სახალხო შეკრება. იმ დღეს, იმ დროს სხვა აქცია ვერ ჩატარდება, აქედან გამომდინარე, არანაირი პროვოკაცია არ არის მოსალოდნელი, თუ ვიღაცა თავზე ხელს არ აიღებს და თავზე ხელის აღებას არავის ვურჩევ,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

 

დღის ამბები