16 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
რუსთავის საკრებულოსთან, სადაც დილით ხმაური იყო, სიმშვიდეა - საკრებულოს სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა

რუსთავის საკრებულოსთან, სადაც დილით ხმაური იყო, ამ წუთებში სიმშვიდეა. საკრებულოს სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა და თავმჯდომარის თანამდებობა ამ დროისთვის ვაკანტურია. მის მოვალეობას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბერიძე ასრულებს. მან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცოტა ხნის წინ დატოვა.

ყოფილი წევრი, ალექსანდრე ბერიძე იმედოვნებს, რომ ის კრიტიკული აზრი, რაც ისმოდა საკრებულოდან, ისევ იქნება.

"მე იმედი მაქვს, რომ საკრებულო დარჩება კრიტიკული და ორიენტირებული იმაზე, რომ რუსთავის მოქალაქეებს ის პრობლემები, რაც აქვთ, გადაეჭრათ. ეს იყო დღევანდელი დღის შედეგი. ვნახავთ, ახალი შემადგენლობით როგორ მოხდება გადაწყვეტილებების მიღება. საკრებულო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლის მატარებელია ქალაქში. ის კრიტიკული აზრი, რაც ისმოდა საკრებულოდან, დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ იტრიალებს საკრებულოში," - აცხადებს ალექსანდრე ბერიძე.

"ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მისი 2 მოადგილე და კომისიების თავმჯდომარეებიც გადააყენა.

რუსთავის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაური იყო. "ქართული ოცნების" წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი და პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დღის ამბები