16 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
რუსთავში იყო კოალიცია "ნაცების" და გახარიების და წლებია მართავენ, ამის გამო არა ერთი პროექტი შეფერხდა - ირაკლი ზარქუა

"რუსთავში იყო კოალიცია "ნაცების" და გახარიების და წლებია მართავენ. ამის გამო, არა ერთი პროექტი შეფერხდა" - ამ განცხადებით პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. 

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, მათი მხრიდან თავმჯდომარედ წარდგენილი არავინ არ იქნება. 

"რუსთავში იყო კოალიცია "ნაცების" და გახარიების და წლებია მართავენ. ამის გამო არა ერთი პროექტი შეფერხდა. იცით, რომ საბიუჯეტო ოფისის თავმჯდომარეს, ცალკეული კომისიების ხელმძღვანელებს ჰქონდათ გადანაწილებული და ერთადერთი დანიშნულება ჰქონდათ - მავნებლობა საკუთარი ქალაქის, რუსთავის მიმართ. როგორც აღმოჩნდა, იქ ვერ გაინაწილეს "ნაცებმა" ერთმანეთში თანამდებობები, გამოეყო და ზოგი დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. მე ვიტყოდი, რომ გონს მოეგნენ და სწორ გზაზე დადგნენ და შესაბამისად, იქნა შესაძლებლობა, რომ ჩვენ ეს კოალიცია დაგვეშალა. თავმჯდომარედ წარდგენილი ჩვენი მხრიდან არავინ არ იქნება, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია, რუსთავის განვითარება არ შეფერხდეს და მიეცეს რუსთავისთვის მებრძოლ ადამიანებს, რომ ეს პროექტები ბოლომდე იყოს მიყვანილი," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ხმაური და დაპირისპირება რუსთავის საკრებულოში და საკრებულოს შენობასთან დღის პირველ ნახევარში დაიწყო, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენა. გადაწყვეტილებას, დღევანდელ სხდომაზე, მხარი დაუჭირა 18-მა დეპუტატმა. მათ შორის "ლელოს" მოქმედმა და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმაც.

ხმაური იყო საკრებულოს შენობასთან, სადაც გახარიას პარტიის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს. გადაყენებული თავმჯდომარე მათი პარტიის წარმომადგენელია. 

 

 

დღის ამბები