აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ გულმოდგინე ძალისხმევისთვის საქართველოს შემოსავლების სამსახურს მადლობა გადაუხადა - ინფორმაციას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შტატებმა საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, საქართველოს შემოსავლების სამსახურს 13 მილიონი დოლარის ღირებულების რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადასცა.