16 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე: ფაქტობრივად მწვანე შუქი მისცა ადამიანების მწამებლებს, მკვლელებს, დამნაშავეებს, სახელმწიფო გადატრიალების მოსურნეებს და საერთოდ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს

აი ეს პოლიციელების ცოცხლად დამწველი გრიგორიადისი შეიწყალა აწ უკვე გრიგორიადისზე მეტმა კრიმინალმა, ამ უსამშობლო ქალმა, რომელიც საუბედუროდ დღესაც პრეზიდენტად იწოდება! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ამ ქმედებით ფაქტობრივად მწვანე შუქი მისცა ადამიანების მწამებლებს, მკვლელებს, დამნაშავეებს, სახელმწიფო გადატრიალების მოსურნეებს და საერთოდ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს.

“აი ეს პოლიციელების ცოცხლად დამწველი გრიგორიადისი შეიწყალა აწ უკვე გრიგორიადისზე მეტმა კრიმინალმა, ამ უსამშობლო ქალმა, რომელიც საუბედუროდ დღესაც პრეზიდენტად იწოდება! რომელიც სამწუხაროდ, კიდევ რამდენიმე თვე უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში!
აი ეს სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა იმ სუბიექტმა, რომელმაც ასეთივე დიდი ეჭვია შეწყალების ანგარებითი აქტით სასიკვდილოდ გაწირა და ამოწყვიტა ცნობილი სწავლული საზოგადო მოღვაწის გიორგი ოთხმეზურის ოჯახი!

საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესმა თანამდებობის პირმა, უმაღლეს მთავარსარდლად წოდებულმა პოლიტიკურმა გვამმა ამ სინდის-ნამუსისაგან დაცლილი ქმედებით ფაქტობრივად მწვანე შუქი მისცა ადამიანების მწამებლებს, მკვლელებს, დამნაშავეებს, სახელმწიფო გადატრიალების მოსურნეებს და საერთოდ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს! ამ ქალის ფეხქვეშ ქართული მიწა და სამართალი იწვის!“ - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

დღის ამბები