თბილისის მერია ახალგაზრდების პროექტების დაფინანსებას იწყებს. პროგრამა ახალგაზრდების მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნეს მოდელზე მორგებული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
ასევე, პროექტის თანახმად დაფინანსდება როგორც პროდუქციის, ისე სხვადასხვა სფეროს მიმართულებით ისეთი სერვისების შექმნა, რომელთა განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან.
თბილისის მერიიას განმარტებით შესაძლებელია დაფინანსდეს სოციალური მისიის მქონე პროექტებიც, მათ შორის შემოქმედებითი სტუდიები და და მცირე ზომის საწარმოები. საპროექტო განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო და 15 მაისამდე გაგრძელდება.