16 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
რა არის მიზანი იმისა, რომ გამჭვირვალობა არ მივიღოთ და გაუმჭვირვალე დარჩეს არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის საქმიანობა - ირაკლი ქადაგიშვილი

"თუ წავიკითხავთ ამ რეზოლუციას, დავინახავთ, რომ იქ ძირითადად არის ზოგადი პოსტულატებით აპელირება და არ არის კონკრეტიკა იმასთან დაკავშირებით რატომ არის გამჭვირვალობა დამღუპველი და პრობლემური", - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერში" განაცხადა და "გამჭვირვალობის" კანონპროექტთან და მასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.


ქადაგიშვილის განცხადებით, მსგავსი შინაარსისა და უფრო მკაცრ კანონს თავად ევროკავშირში იღებენ.

"ჩვენ რაც წავიკითხეთ რეზოლუციის პროექტი, იქ ზოგადი ფრაზები არის მოტივაცია. საბოლოო ჯამში, ლაპარაკია ყველაფერზე, მაგრამ არ არის საუბარი იმაზე, რომ გამჭვირვალობა, მთავარი დემოკრატიული პირობა ევროკავშირისა, მითუმეტეს, ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე მავალი ქვეყნისათვის, რატომ გახდა ყველაზე დიდი პრობლემა.

თუ წავიკითხავთ ამ რეზოლუციას, დავინახავთ, რომ იქ ძირითადად ზოგადი პოსტულატებით აპელირება არის და არ არის კონკრეტიკა იმასთან დაკავშირებით, რატომ არის გამჭვირვალობა დამღუპველი და პრობლემური. მათ შორის, დემოკრატიისათვის, ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის მისწრაფებისათვის ევროკავშირში და რატომ არის ეს დამღუპველი არასამთავრობო სექტორისათვის.

ამის პარალელურად, ევროკავშირის ქვეყნები და თვითონ ევროკავშირი აქვეყნებს ისეთ რეკომენდაციას, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს ანალოგიური, ოღონდ გაცილებით უფრო მკაფიო და მკაცრი კანონი იმისათვის, რომ თვითონ ევროკავშირის მიერვე დაფინანსებული, ევროკავშირის შიგნით მოქმედი არასამთავრობოების საქმიანობა, განსაკუთრებით ფინანსური ანგარიშგება, იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე. რა არის მიზანი იმისა, რომ გამჭვირვალობა არ მივიღოთ და გაუმჭვირვალე დარჩეს არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის საქმიანობა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები