საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
"ამბავი უნდა მოყვე, შეფასებაც არ სჭირდება - ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა:
1. სააკაშვილის გათავისუფლება;
2. ივანიშვილის დასანქცირება;
3. გამჭვირვალობის კანონის გაწვევა;
4. ოჯახური ღირებულებების საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა.
ავტორებმა, პროექტის დაინიცირებისას, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს…
ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით!
ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!"- წერს იონათამიშვილი Facebook-ზე.