ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტის შესახებ.
"პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთში არის ძალიან მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ უნგრეთი სულ მალე გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის და როგორ შეიძლება, შევუწყოთ ამ პროცესს ხელი იმგვარად, რომ არ ხდებოდეს ყოველ ჯერზე სპეკულაციები საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე,"- განაცხადა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება, სადაც სიტყვით გამოვიდა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე. ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.