16 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
საქართველო დღეს ისე ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს - ანდრიუს კალინდრა

უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს დიპლომატებმა. ლიეტუვის და ბულგარეთის ელჩმა მოუწოდეს საქართველოს, გამოიყენოს ევროკავშირის გაფართოების განახლებულ პროცესში შესაძლებლობების ფანჯარა.

აღინიშნა, რომ პარლამენტში ინიცირებული პროექტი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს.

ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ამბობს, რომ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ეხება უცხოურ გავლენას, ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

"საქართველო დღეს ნამდვილად ისე ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს. ამ ცხრა ნაბიჯს შორის საქართველოს შესთავაზეს ბრძოლა დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და ჩარევასთან, რომელიც მიმართულია ევროკავშირის წინააღმდეგ და სამოქალაქო საზოგადოება უნდა ფუნქციონირებდეს თავისუფლად. ამ კონტექსტში პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ეხება უცხოურ გავლენას, ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ამასთან ერთად, ჩვენ მაინც გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც გაფართოების განახლებულ პროცესს შეეხება, – აცხადებს ანდრიუს კალინდრა.

ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ვესელინ ვალკანოვი მოუწოდებს საქართველოს, მოუსმინოს იმას, რაც ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან.

"გთხოვთ უსმინეთ იმას, რაც ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან და გაითვალისწინეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ იფიქროთ რომ ამ ყველაფერს ხვალ დაივიწყებენ, არ იქნება ასე, გააკეთეთ ყველაფერი რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ," - ამბობს ვესელინ ვალკანოვი.

დღის ამბები