საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა უპასუხონ ცვალებად სამყაროში არსებულ გამოწვევებს.
"დღეს ჩვენი ევროპა მოკვდავია და შეიძლება მოკვდეს. ევროპას ემუქრება ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთის აგრესიის სახით. ჩვენ უნდა მივიღოთ სარწმუნო თავდაცვითი სტრატეგია, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული აშშ-ზე,"- აღნიშნა მაკრონმა.