16 აგვისტო 2026,   13:50
ვრცლად
ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან სოფელ მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან სოფელ მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 1 500 მეტრის სიგრძის გზა, სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები.

პროექტის ღირებულება 900 000-მდე ლარია, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

დღის ამბები