06 მაისი 2024,   16:52
ვრცლად
ომის 203-ე დღე ახლო აღმოსავლეთში - ღაზაში 3 საერთო სამარხი აღმოაჩინეს

ომის 203-ე დღე ახლო აღმოსავლეთში, ღაზაში სამი საერთო სამარხი აღმოაჩინეს. საავადმყოფოების მიმდებარედ იპოვეს 400-მდე ცხედარი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რაფაჰში დაგეგმილი სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე, ისრაელის ჯარი ტანკებით ღაზის საზღვართან გადაადგილდება.

ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს "ომის კაბინეტმა" ჩაატარა შეხვედრები იმის განსახილველად, თუ როგორ უნდა გაანადგურონ "ჰამასის" ბატალიონები რაფაჰსა და სხვა ადგილებში. პენტაგონის სპიკერის ინფორმაციით, ამერიკის სამხედროებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დროებითი ნავსადგურის მშენებლობა დაიწყეს.

დღის ამბები