ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკური დაპირისპირების თემაა - "ოცნება" განმარტავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვას ევროკომისიის საბოლოო დასკვნა და ევროკავშირის ყველა ქვეყნის კონსენსუსი სჭირდება.
"ქართულ ოცნება" ასევე ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებასა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის უკან გაწვევას ეხება.
"ევროპარლამენტარების კონკრეტულმა ჯგუფმა ალბათ უნდა გასცეს მარტივ კითხვას პასუხი: როგორ აშორებს საქართველოს ევროპას გამჭვირვალეობის შესახებ კანონი, სადაც ერთადერთი რამ არის მოთხოვნილი - არასამთავრობო და მედიასექტორების გამჭვირვალეობა და როგორ აახლოებს ევროპას საქართველო ის რეზოლუცია, სადაც აფხაზეთი, მაგალითად, არის, ყირგიზეთთან ერთად, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიებული, სადაც ქვეყნის დამანგრეველი ტერიტორიების ოკუპანტებისთვის ჩამბარებელი მიხეილ სააკაშვილი არის მამა აბრამის ბატკნის ტყავში გახვეული და მის გათავისუფლებას ითხოვენ, ხოლო ამ ქვეყნის აღმშენებელი, ქველმოქმედი, უამრავი სიკეთის გამკეთებელი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ.
თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე - ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე, ეს არის თავდასხმა და შანტაჟი ჩვენი საზოგადოების, ქართველი ხალხის, რაც არ გამოუვათ, ვიცით ძალიან კარგად წესები, როგორ ხდება ამ კუთხით პროცესების განვითარება. ის, რომ ევროპარლამენტი არ გახლავთ ორგანო, სადაც წყდება ეს საკითხი, ეს არის ბოლო სურვილი კონკრეტული ევროპარლამენტის მხრიდან დააშანტაჟონ საქართველო,“ - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.