16 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: ჩვენი გზა გამჭვირვალობა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ეროვნული პოლიტიკის კეთება და საქართველოს რეალური ევროპული გზაა, ქრისტიანული და დემოკრატიული, ღირსეული ევროპული გზა!

გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვიზელიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ, რაც ცალსახა უპრეცედენტობა და უტოპიაა, რადგან მას სრული კონსენსუსი ჭირდება და როდესაც ამ ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს და დროებით შეჩერებაზე გადავიდნენ, რომლის ინიციირებასაც ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა ჭირდება, თუმცა იმას არ ამბობენ, რომ ამავე დროს საჭიროა ძალიან კონკრეტული და მკაცრად გაწერილი სამართლებრივი საფუძვლები, საიდანაც ბუნებაში არცერთი არსებობს! - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, რითაც ეხმიანება ევროპარლამენტის რეზოლუციაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციას.

მდინარაძის განცხადებით, ოპონენტებმა აღარ იციან, როგორ ავნონ ქვეყანას და თეორიულ გზებს ეძებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეთ. მისივე თქმით, მეტი ლუსტრაცია წარმოუდგენელია, ვინაიდან ისინი ეთანხმებიან რეზოლუციას, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების, ივანიშვილის სანქცირების, გაუმჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდისკენ არის მიმართული.

"გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვიზელიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ, რაც ცალსახა უპრეცედენტობა და უტოპიაა, რადგან მას სრული კონსენსუსი ჭირდება და როდესაც ამ ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს და დროებით შეჩერებაზე გადავიდნენ, რომლის ინიციირებასაც ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა ჭირდება, თუმცა იმას არ ამბობენ, რომ ამავე დროს საჭიროა ძალიან კონკრეტული და მკაცრად გაწერილი სამართლებრივი საფუძვლები, საიდანაც ბუნებაში არცერთი არსებობს!

აღარ იციან, რით ავნონ საკუთარ ქვეყანას. წარმოიდგინეთ, თეორიულ გზებს ეძებენ, როგორ შეიძლება შეუჩერდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია და მხარს უჭერენ რეზოლუციას, რომელიც მიმართულია სააკაშვილის გათავისუფლების, ივანიშვილის სანქცირების, გაუმჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდისკენ. მეტი ლუსტრაცია წარმოუდგენელია!

ჩვენი გზა გამჭვირვალობა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ეროვნული პოლიტიკის კეთება და საქართველოს რეალური ევროპული გზაა, ქრისტიანული და დემოკრატიული, ღირსეული ევროპული გზა!

ღირსებით ევროპისკენ" - წერს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები