16 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა

ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, მათ შორის - თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში.

ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ნორვეგიის სამეფო საქართველოს ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერია და ეს მომავალშიც გაგრძელდება, რისთვისაც ილია დარჩიაშვილმა მას მადლობა გაუხადა.

დღის ამბები