16 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
ხვალ უამრავი ღირსეული ადამიანი შეიკრიბება და ამ ბოროტ ძალებს, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ძალიან მკაფიო პასუხს ეტყვის - ნიკოლოზ მეტრეველი

საყოველთაო სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე, ხვალ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს, მათ შორის სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებმაც საკუთარი სიტყვა სწორედ სახალხო შეკრებაზე დასწრებით უნდა თქვან.

"ჩემი კოლეგების ბულინგი ხდება. საუბარია იმაზე, თითქოს, ვიღაცა ვიღაცას აქციაზე ძალით ეპატიჟება. მაგალითად, ამაზე სამარცხვინო, კორუმპირებული გიგი უგულავა საუბრობს. არავის დაშინება, ძალით მოყვანა არ ხდება. „ქართულ ოცნებას” ეს არასდროს სჭირდებოდა. ხვალაც უამრავი ღირსეული ადამიანი შეიკრიბება, ამ ბოროტ ძალებს, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ძალიან მკაფიო პასუხს ეტყვის. საქართველოს უნდა ევროკავშირი, მაგრამ ევროკავშირში ღირსებით შესვლა გვინდა და არა ცალ ფეხზე დგომით, როგორც ამას მავანი მოგვიწოდებს," - განაცხადა ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა.

დღის ამბები