16 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
მინდა ვთხოვო "არა რუსულ კანონის" მომხრეებს, არ დავაბულინგოთ ის ხალხი, ვინც ხვალ მივა აქციაზე - იაგო ხვიჩია

ქვეყნის მთავარ გამზირს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები დაიკავებენ. გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დოკუმენტის უკან გაწვევის მოთხოვნით იკრიბებიან.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებლის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, მიუღებელია აღნიშნული კანონპროექტი, რადგან ის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის კონტროლს გულისხმობს. მისი თქმით, კანონპროექტი რუსული სტილისაა და ქვეყანას აშორებს ევროპას.

ამასთან, "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დააბულინგონ ის ადამიანები, ვინც "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე მივა.

"მე ველოდები სინამდვილეში ხალხის გამოღვიძებას და იმის მიხვედრას, თუ საით მიჰყავს "ოცნებას" ხელისუფლება. ასევე, ველოდები იმასაც მიხვდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ხვალინდელ აქციაზე განსხვავებული მოსაზრების თუ იძულებით მოყვანილი ხალხი, როგორი შეურაცხყოფის ქვეშ არის. მე მინდა ვთხოვო "არა რუსულ კანონის" მომხრეებს, არ დავაბულინგოთ ის ხალხის, ვინც ხვალ მივა აქციაზე. საერთოდ არ გამოვრიცხავ იმას, რომ ხვალ იქ მისულმა ხალხმაც იყვიროს იგივე, რასაც დღევანდელ შეკრებაზე ხალხი. იმიტომ რომ მე იქაც მდგომი ხალხის პატრიოტი მგონია, აქეთა მხარეს მდგომი ადამიანიც პატრიოტი მგონია," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე
იაგო ხვიჩია.

დღის ამბები