13 მაისი 2024,   22:05
ვრცლად
ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში - ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის მესამე საშეჯიბრო ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ვიცე-ჩემპიონები ზედიზედ მეორედ ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი გახდნენ. ლაშა ბექაურმა კი კონტინენტის პირველობაზე კარიერაში პირველი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობებს სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული შვიდი მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

დღის ამბები