16 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ჩემი სამშობლო არის ძალიან მრავალფეროვანი კულტურის მატარებელი და ევროპაში ინტეგრაცია ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს არ უნდა აკნინებდეს - სტუდენტი დავით ეფრემიძე

დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც "ქართული ოცნება" ხვალ საერთო სახალხო შეკრებას გამართავს, ბოლო სამზადისი და სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.

სახელისუფლებო გუნდი რუსთაველზე, პარლამენტის წინ ელოდება ყველას, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობის სუვერენიტეტის, ფასეულობებისა და ღირებულებების დაცვა სურს.

ხვალ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მსვლელობას 4 საათიდან დაიწყებს. 

"ჩემი სამშობლო არის ძალიან მრავალფეროვანი კულტურის მატარებელი და მგონია, რომ ევროპაში ინტეგრაცია არ უნდა აკნინებდეს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. ჩვენ გვყავდა ილია ჭავჭავაძე, რომელიც ევროპისკენ იწვოდა - მამული, ენა, სარწმუნოების დაცვით. დღეს ჩემი თაობა, ისევ იგივე ტერმინით - მამული, ენა, სარწმუნოებით, მივდივართ ღირსებით ევროპისკენ," - აცხადებს სტუდენტი დავით ეფრემიძე.

დღის ამბები