საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები აქვს.
მამუკა მდინარაძემ, ეს განცხადება ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც აცხადებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმდეს:
"ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას აქვს კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები, ესენია: გაზრდილი მიგრაცია, თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობა, გაუარესებული თანამშრომლობა რეადმისიის საკითხებზე და მომეტებული რისკი შიდა უსაფრთხოების საკითხებზე. არც ერთი პრობლემა არ გვაქვს, რატომ ატყუებთ ხალხს, რომ შეიძლება ეს მოხდეს?"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.