ერთ ფაქტს ვერ მომიყვანს ვერც ქალბატონი პრეზიდენტი და ვერც ერთი მოქალაქე, რომ ჩვენ პირველებმა რამე დავიწყეთ, ან მომიტინგეების გაწევა ან შეზღუდვა, - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, "თუ წამოვა აქციის მონაწილეებისგან აგრესია", კანონის ფარგლებში მკაცრად უპასუხებენ სამართალდამცავები.
"ძალიან სამწუხაროა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, თქვენ იცით, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ გრიგორიადისის შეწყალების თემა, რომელიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდა - ისევ ხაზს ვუსვამ, პირადად გაათავისუფლა და გამოიყვანა, დღეს უკვე ჭკუას გვარიგებს და გვითითებს, რა უნდა გავაკეთოთ.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ერთ ფაქტს ვერ მომიყვანს ვერც ქალბატონი პრეზიდენტი და ვერც ერთი მოქალაქე, რომ ჩვენ პირველებმა რამე დავიწყეთ, ან მომიტინგეების გაწევა ან შეზღუდვა.
მაგალითად, გუშინ იყო აქცია, სამი წერტილიდან დაიძრნენ და მშვიდობიანად მივეხმარეთ, მივაცილეთ, პოლიცია იყო ჩართული მთლიანად, გზებიც დავუკეტეთ. არასოდეს პოლიცია არ იწყებს ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლას. მოვუწოდებთ ხოლმე ხშირად, დღესაც და ხვალაც ასე გავაკეთებთ, არანაირი აგრესიის გამოხატვა არ გვინდა და არც გამოვხატავთ. თუ წამოვა მომიტინგეებისგან აგრესია, ჩვენ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, შესაბამისად ძალიან მკაცრად ვუპასუხებ,“ - აცხადებს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.