18 ოქტომბერი 2024,   07:09
ვრცლად
ღაზაში უკვე 35 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - ისრაელს პარტნიორი ქვეყნები მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეზღუდვებით იმუქრებიან

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთშიც - ღაზაში უკვე 35 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ისრაელთან მიმართებით საერთაშორისო საზოგადოების პოზიციები შეიცვალა. ისრაელს პარტნიორი ქვეყნები მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ - წინააღმდეგ შემთხვევაში, შეზღუდვებით იმუქრებიან. ისრაელს საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე დარჩენის არ ეშინია. ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაზე თავდასხმას ჰამასის განადგურების მასშტაბური ოპერაციით ხსნის. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო პალესტინის წევრობის საკითხს გადახედავს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 143-მა წევრმა დაუჭირა, ცხრა წინააღმდეგი იყო, 25-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, კენჭისყრაზე თავი შეიკავა.

ამ კენჭისყრას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან უშიშროების საბჭოში შეერთებული შტატები, გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგი იქნება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული კენჭისყრა პალესტინელი ხალხისთვის საერთაშორისო სოლიდარობის აქტს წარმოადგენს.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის დროს ისრაელთან მიმართებით საერთაშორისო საზოგადოების პოზიციები შეიცვალა. მოწოდებების მიუხედავად, ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას არ დათანხმდა და ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რასაც ამერიკის პრეზიდენტის მწვავე რეაქციაც მოჰყვა. გაეროს ინფორმაციით, ღაზაში მიმდინარე ომს უკვე ემსხვერპლა 35 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე.

ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სენატისთვის ანგარიში მოამზადა. შტატები იწყებს მოკვლევას, დაარღვია თუ არა ისრაელმა საერთაშორისო სამართალი. აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, ამერიკამ ისრაელს იარაღი აღარ მიჰყიდოს.

ისრაელის უმსხვილეს ქალაქებში ბენიამიან ნეთანიჰუს წინააღმდეგ გამოსვლებია. დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" ტყვეებს გაათავისუფლებს, ის ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევს. ევროკავშირის, გაეროსა და ცალკეული ქვეყნების მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტის გაფრთხილება მოჰყვა.

ისრაელი პასუხობს, რომ, ამ სამხედრო კამპანიით, ის ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს ანადგურებს და ეს ქვეყნის თავდაცვისთვის აუცილებელი ზომაა. ამ გზაზე კი მზადაა, პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე დარჩეს. ბენიმიან ნეთანიჰუსთვის, ამ მდგომარეობით, ცეცხლის შეწყვეტა მიუღებელია.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები