16 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
სამართალდამცველებმა პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრები რკინის ჯებირებით გაამაგრეს

სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც რამდენიმე წუთში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია უნდა დაიწყოს, პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრები რკინის ჯებირებით გაამაგრეს

კერძოდ, რკინის ჯებირები ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე განთავსებულ ჭიშკრებზე დაამაგრეს.

გარდა ამისა, პარლამენტის მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები. ამ ეტაპზე, ადგილზე სიმშვიდეა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები