27 ივლისი 2024,   04:02
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება - დემონსტრანტების ნაწილი გმირთა მოედანზე მიემართება, სადაც აქციის მონაწილეები დააკავეს

აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამნზირიდან გმირთა მოედნისკენ მიემართება. მსვლელობის დაწყების შესახებ აქციის ორგანიზატორებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც გაიგეს, რომ გმირთა მოედნის ტერიტორიაზე დემონსტრანტების ნაწილს აკავებდნენ.

რაც შეეხებათ  აქციის დაკავებულ მონაწილეებს, არსებული ინფორმაციით, მათ გზების ბლოკირება სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე მიდმინარე აქციას, დემონსტრანტების დიდი ნაწილი ისევ საწყის ლოკაციაზე რჩება და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გრძელდება.

 

დღის ამბები