27 ივლისი 2024,   04:41
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რამდენიმე კვირაა, ახალი პლატფორმის შექმნაზე მუშაობს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წარადგენს პლატფორმას, რომელიც "მიიყვანს საქართველოს არჩევნებამდე ერთიანად". ამის შესახებ ზურაბიშვილმა ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიზანი არის არჩევნებისთვის მობილიზაცია, რათა ქვეყანა გაიმარჯვოს იმისთვის, რომ გავიდეს საქართველო სამშვიდობოზე და ევროპულ გზაზე.

"მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც ვმუშაობ უკვე რამდენიმე კვირაა. პლატფორმა ჩამოყალიბებულია და ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის ის ერთობლიობა გადაწყვეტილებების, რომელიც საქართველოს მიიყვანს არჩევნებამდე ერთიანად და მობილიზებულად. რომელიც ამ არჩევნებით დააყენებს თავის გზაზე საქართველოს.

ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოზე და ევროპულ გზაზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები