27 ივლისი 2024,   10:51
ვრცლად
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ის მხარდამჭერებთან შეხვედრისას დაჭრეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაცია ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

"მომდევნო რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს მხარდამჭერებთან მიმდინარე შეხვედრაზე, ქუჩაში მიდმინარე ესროლეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი. 

შემთხვევა ქალაქ ჰანდლოვაში იმ დროს მოხდა, როდესაც კულტურის სახლის წინ, პრემიერ- მინისტრი მხარდამჭერებს ხვდებოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქუჩაში 4 გასროლის ხმა იყო, ერთ-ერთი კი პრემიერს მოხვდა. რობერტ ფიცო მუცლის არეშია დაჭრილი. ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა.

დღის ამბები