საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეიდან თურქეთში ვიზიტს იწყებს. ირაკლი კობახიძე ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლისა და მისი პირველი პრეზიდენტის, ათათურქის ხსოვნას პატივს მიაგებს და მის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია პრეზიდენტ ერდოღანის სასახლეში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძის და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ორმხრივი შეხვედრა შედგება. მედიისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებებიც.