01 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
აქცია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" წინააღმდეგ - კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა წუხელ მსვლელობა რამდენიმე მიმართულებით გამართეს

ღამის პირველი საათისთვის დასრულდა აქცია პარლამენტთან. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მსვლელობა რამდენიმე მიმართულებით გამართეს.

გარკვეული პერიოდი, რუსთაველისა და ჭავაჭავაძის გამზირებთან ერთად კვლავ ჩაკეტილი იყო გმირთა მოედანიც. ერთ-ერთი მიმართულება "ქართული ოცნების" ოფისი იყო, სადაც დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით გადაინაცვლეს. მათ ადგილზე სამართალდამცავები დახვდნენ.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეები უკან, პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ. ახალგაზრდები ამბობენ, რომ სამომავლო, კონკრეტული გეგმები მათთვის უცნობია, თუმცა პროტესტი, სადავო კანონპროექტის გაწვევამდე არ შეწყდება.

დღის ამბები