"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ამ შეძახილებით, ბათუმში, აქციის მონაწილეები თავდაპირველად შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მსვლელობა მოაწყვეს ევროპის მოედნის გავლით ქალაქის გასასვლელამდე და უკან.
საპროტესტო აქციაზე სტუდენტებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. დემონსტრანტების განმარტებით, აქციები სასურველი შედეგის მიღწევამდე არ შეჩერდება.