01 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი საგამოფენო სივრცე პირველი ექსპოზიციისთვის ემზადება

 

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სრულად რეაბილიტირებული მეორე კორპუსის ახალი საგამოფენო სივრცე პირველი ექსპოზიციისთვის ემზადება. აქ მხატვარ ლევან ლაღიძის ნამუშევრების მასშტაბური რეტროსპექტული გამოფენა - "ფერწერა" გაიმართება. 

ლევან ლაღიძის გამოფენა 2024 წლის 18 მაისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

გამოფენის მოსამზადებელ პროცესს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი გაეცნენ.

ლევან ლაღიძის ასეთი მასშტაბის პერსონალური გამოფენა პირველად იმართება. ექსპოზიცია ორ სართულს მოიცავს და 100-ზე მეტ ფერწერულ ტილოს აერთიანებს, რომელთა მესაკუთრეები თავად ავტორი და 50-მდე კერძო კოლექციონერები არიან. გამოფენაზე წარმოდგენილია ორი ნამუშევარი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდანაც.

 

დღის ამბები