20 ივნისი 2024,   10:59
ვრცლად
წელს, ესტონეთმა, გენდერულად ნეიტრალური ქორწინების ლეგალიზებით, უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა უფრო ინკლუზიური საზოგადოებისკენ - გასაკეთებელი კიდევ ბევრია - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჩვენ აღვმართავთ ცისარტყელას დროშას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ ყველას შეეძლოს იცხოვროს შიშისა და ძალადობის გარეშე - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ცაჰკნა აღნიშნავს, ესტონეთმა წელს დიდი ნაბიჯი გადადგა გენდერულად ნეიტრალური ქორწინების ლეგალიზებით, მიუხედავად ამისა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

"წელს, ესტონეთმა, გენდერულად ნეიტრალური ქორწინების ლეგალიზებით, უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა უფრო ინკლუზიური საზოგადოებისკენ.

თუმცა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჩვენ აღვმართავთ ცისარტყელას დროშას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ ყველას შეეძლოს იცხოვროს შიშისა და ძალადობის გარეშე." - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

იგი X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას თან ურთავს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, როგორ ამაგრებს ცისარტყელას დროშას ესტონეთისა და უკრაინის სახელმწიფო დროშების გვერდით.

"დღეს ჩვენ აღვმართავთ ცისარტყელას დროშას, რადგან დღევანდელი დღე სიმბოლოა იმისთვის ბრძოლის, რომ ადამიანებმა თავი თავისუფლად იგრძნონ და არავინ იდევნებოდეს ან იყოს ძალადობის სამიზნე," - აცხადებს მარგუს ცაჰკნა ვიდეოში.

დღის ამბები