27 ივლისი 2024,   03:44
ვრცლად
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით, აფხაზეთის თასი დაიწყო - ტურნირი 3 დღეს გასტანს

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით, აფხაზეთის თასი დაიწყო. ტურნირი 3 დღეს გასტანს და მასში მონაწილეობას 10-დან 14 წლამდე ახალგაზრდები მიიღებენ.

შეჯიბრი 3 სახეობაში - ხმალში, დაშნასა და რაპირაში ჩატარდება. პირველი საშეჯიბრო დღე ხმლით ფარიკაობას დაეთმო.

ტურნირი 2011 წლიდან ტარდება და მიზანი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.

"ბოლო პერიოდში, საქართველოში იმატა პატარა სპორტსმენების რაოდენობამ და ეს კარგია. ყველა რიონია წარმოდგენილი - აჭარა, იმერეთი... ყველა რეგიონი თითქმის. 200-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობს აღნიშნულ ტურტნირში," - აცხადებს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე.

დღის ამბები