"გამჭვირვალობის კანონპროექტის" საწინააღმდეგო აქცია ევროპის მოედანზე გაიმართა.
სხვადასხვა სტუდენტურმა მოძრაობამ ცოცხალი ჯაჭვი შეკრა და, მოგვიანებით, მსვლელობით, მშვიდობის ხიდისკენ დაიძრა. მათ ხიდიდან ევროკავშირის დროშა გადმოფინეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, უარი თქვას სადაო კანონპროექტზე.
სტუდენტების განცხადებით, ისინი, უკვე თვეზე მეტია, ევროპულ მომავალს იცავენ და აქციების მეშვეობით გამოხატავენ ევროპისკენ სწრაფვას.