27 ივლისი 2024,   05:05
ვრცლად
"დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა ზიანს აყენებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ ძილის მდგომარეობაში" - ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში, საქართველოში მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს მიმართავს.

"ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა ზიანს აყენებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ ძილის მდგომარეობაში, როცა "ქართული ოცნება" ძირს უთხრის დემოკრატიას და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს", – წერს ლექსმანი.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ერთობლივი განცხადება 19 მაისს გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“.

დღის ამბები