27 ივლისი 2024,   03:59
ვრცლად
პროტესტი იყო მართული და რადიკალურ ქმედებებში ჩართულია კეზერაშვილის თანხები, ახლაც ფინანსებთან დაკავშირებით იქნება საუბარი - კახა კალაძე გვარამია-მელიას უცხოეთში ვიზიტზე

თბილისის მერი საპროტესტო აქციებს მედიასთან კიდევ ერთხელეხმაურება. კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები, რადიკალური ჯგუფების მიერ არის მართული, რომლებსაც დავით კეზერაშვილი აფინანსებს.

მისივე თქმით, გვარამია-მელიას უცხოეთში ვიზიტი, კეზერაშვილთან ფინანსური საკითხების განხილვასთან იქნება დაკავშირებული.

"რაც ბოლო დღეების განმავლობაში პროტესტი იყო, ცხადია ესეც იყო მართული. რადიკალურ ქმედებებში ჩართულია კეზერაშვილის თანხები, მაგრამ ყველაფერი არის წამგებიანი. ცხადია, რომ იმ ყველაფრის, რასაც ახლა ვხედავთ, ერთ-ერთი დამფინანსებელი კეზერაშვილია და ალბათ, ფინანსებთან დაკავშირებით იქნება საუბარი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში გაემგზავრნენ. "კურიერის" ინფორმაციით, პარტია "ახალის" ლიდერები დავით კეზერაშვილთან შესახვედრად წავიდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, საუბრის თემა, მიმდინარე მოვლენები და საპროტესტო აქციები იქნება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროტესტის შედეგით და დახარჯული თანხებით უკმაყოფილოა.

დღის ამბები