16 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ექსპრეზიდენტის ადვოკატები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ისინი სამ თვეში მიმართავენ დიდ პალატას, რომელიც საბოლოო ინსტანციაა.

"მიგვაჩნია, რომ მცდარად იმსჯელეს შეწყალების ნაწილში, შავით თეთრზე უნდა ყოფილიყო ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული. გელაშვილის ნაწილში, მიხეილ სააკაშვილი არის, აბსოლუტურად, უდანაშაულო, თუმცა იმ ვითარებაში, როდესაც არსებობს პოლიტიკურად დაინტერესებულ პირთა ჩვენებები, ამ ვითარებაში ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, მიმაჩნია, უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ემსჯელა. ჩვენ, ევროკონვენციით დადგენილ ვადაში მივმართავთ ევროსასამართლოს დიდ პალატას საჩივრით", - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი პოლიტპატიმარია.

"ჩემი შვილი დაპატიმრებულია იმიტომ, რომ არ ჩააბარა თავისი ქვეყანა რუსეთს", - განაცხადა გიული ალასანიამ.

დღის ამბები