27 ივლისი 2024,   03:57
ვრცლად
"ქვეყნის გამთლიანებისა და კეთილდღეობისთვის, ხალხი თავს წირავდა და ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ - მზად ვართ ყველანაირი სანქციისთვის მეც და ჩემი ოჯახიც" - ირმა ზავრადაშვილი

"მზად ვართ ყველანაირი სანქციებისთვის, მეც და ჩემი ოჯახიც,"- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირმა ზავრადაშვილი ინფორმაციას აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ.

"საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის გამთლიანებისა და კეთილდღეობისთვის, ხალხი თავს წირავდა და ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ. მზად ვართ ყველანაირი სანქციებისთვის მეც და ჩემი ოჯახიც,"-აღნიშნა ზავრადაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებით, შემუშავდება სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.

ენტონი ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ნებისმიერი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, შეიძლება აღმოჩნდეს შეუსაბამო შეერთებული შტატების ვიზების მიღებისა და შეერთებულ შტატებში გამგზავრებისთვის. დღესვე ვიწყებ ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას, იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ" - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

 

დღის ამბები