17 ივნისი 2024,   22:44
ვრცლად
გზავნილთან შეერთება ძალიან მნიშვნელოვან ამბად მიმაჩნია - გიგა ბოკერია პრეზიდენტის ინიციატივაზე

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას დადებითად აფასებს.

მისი თქმით, სწორი იყო მესინჯები, რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ კონცეფცია ოპოზიციური პარტიების მხრიდან საერთო საარჩევნო სიის წარდგენას არ მოითხოვს, რადგან არ არის საჭირო ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება, უბრალოდ მათ მნიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობა უნდა შეეძლოთ.

"ვერ გადავწყვეტ მთელი პარტიის ნაცვლად, მაგრამ, როგორც ერთ-ერთი ლიდერი, შემიძლია ვთქვა, რომ ამ გზავნილთან შეერთება ძალიან მნიშვნელოვან ამბად მიმაჩნია. ზუსტი გზავნილი იყო, ეს არ ნიშნავს ერთმანეთში ათქვეფას, აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე კამათი არ უნდა იყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ადამიანებს, მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ ერთად მუშაობა, ანუ ქმედითი იქნება ის კონფიგურაცია კოალიციური მთავრობის, რაც შედგება ხალხის ნების გამოხატვის შემდეგ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარუდგინა.  ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ქარტია სხვადასხვა პუნქტს მოიცავს, მათ შორის, ერთწლიან ტექნიკურ მთავრობას, საარჩევნო, სასამართლო და ძალოვან სტრუქტურებში ძირეულ ცვლილებებს. ასევე, რიგი კანონების, მათ შორის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის " და "ოფშორების" კანონის გაუქმებას.

დღის ამბები