18 ოქტომბერი 2024,   07:54
ვრცლად
ცოცხლად დამარხული 2 000-ზე მეტი ადამიანი - პაპუა-ახალ გვინეაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

პაპუა-ახალ გვინეაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ამ დრომდე ვერ ზუსტდება. როგორც BBC, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, წერს, სავარაუდოდ, ცოცხლად დაიმარხა 2 000-ზე მეტი ადამიანი.

ენგას პროვინციაში ჩამოწოლილმა მეწყერმა მიწის 10-მეტრიანი მასის ქვეშ მოაქცია მთელი სოფელი. "გაქცევა ვერავინ შეძლო", - ამბობენ მეზობელ სოფელში.

მედიის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოს ართულებს ბლოკირებული მისასვლელი გზები და შესაბამისი აღჭურვილობის დეფიციტი.

დღის ამბები