18 ოქტომბერი 2024,   07:43
ვრცლად
რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს გამოკვლევების შედეგები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია სლოვაკეთის მთავრობის პრესცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სამედიცინო საბჭო ადასტურებს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივ გაუმჯობესებას“, - ასე უპასუხეს სააგენტო Aktuality-ს კითხვას სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციაში.

სლოვაკეთის პრემიერს თავს 15 მაისს დაესხნენ - მას 71 წლის კაცმა ესროლა. თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. დაკითხვისას, მან ბრალი არ უარყო და მიზეზად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები დაასახელა.

დღის ამბები