08 ოქტომბერი 2024,   20:39
ვრცლად
სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციას ვლადიმერ პუტინი პოზიტიურად აფასებს

ვლადიმერ პუტინის შეფასებით, სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის შეფასება ჯერ ადრეა, თუმცა მას უკვე აქვს წარმატებული შედეგი. ამის შესახებ მან თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

"სირიაში დაწყებული კამპანიის შედეგების განხილვა ჯერ ადრეა, რადგან ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება საკმაოდ რთულია. თუმცა ის, რაც აქამდე გაკეთდა შეიძლება პოზიტიურად შეფასდეს. პარიზში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა რომ შესაძლებელია ასადის არმიის და სირიის თავისუფალი არმიის გაერთიანება,"-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

სერგეი შოიგუმ პრეზიდენტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია კასპიის ზღვიდან სირიაში ისლამური სახელმწიფოს სამიზნეებზე განხორციელებული პირველი იერიშის შესახებ.

პარალელურად, ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს რუსული საჰაერო ოპერაციის შედეგად განადგურებლი შეერთებული შტატების მიერ გაწვრთნილი სირიელი მეამბოხეების კუთვნილი იარაღების საწყობები.

ამავე თემაზე
დღის ამბები