27 ივლისი 2024,   04:45
ვრცლად
როგორც ზვიადის პერიოდის დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი დეპუტატები შევიდნენ ოქროს ასოებით ისტორიაში, ისე შევა ყველა, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს - გიორგი გამსახურდია

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას და ამ კანონის ირგვლივ შექმნილ პოლიტიკურ პროცესებს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"როგორც, ზვიადის პერიოდის ერთგული და დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი დეპუტატები შევიდნენ ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში, ისე შევა ყველა ის პარლამენტის წევრი საქართველოს ისტორიაში, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს და საქართველოს რეალურ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. პირადად ჩემგან მადლობა მათ. მადლობა ასევე იმ კაბალურ პირობებში მუშაობისთვის, რა პირობებსაც პუტჩისტთა პოლიტიკურ-იდეოლოგიური მემკვიდრეები უქმნიდნენ მათ. კიდევ ერთხელ გაუმარჯოს საქართველოს!" - წერს გიორგი გამსახურდია.

დღის ამბები