18 ოქტომბერი 2024,   07:01
ვრცლად
პირველად რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ უკრაინაში თანასწორობის მარში გაიმართება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ წელს პირველად აღინიშნება პრაიდი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას ლგბტქ+ თემის წევრების უფლებებისა და ხილვადობის მხარდასაჭერად. ამის შესახებ NV Life იუწყება.

KyivPride 2024-ის ორგანიზატორების თქმით, უკრაინაში პრაიდი არის პლატფორმა ადამიანის უფლებებისთვის დიდი ომის პირობებშიც კი.

თანასწორობის მარშის გარდა, ღონისძიების პროგრამა მოიცავს საქველმოქმედო ფესტივალს, საიდანაც შემოსული თანხები მოხმარდება ქვეყნის დამცველებს.

ორგანიზატორების თქმით, საქველმოქმედო ფესტივალი, რომელიც 9 ივნისს გაიმართება კიევის ხელოვნების ცენტრში, მდიდარი იქნება საინტერესო ღონისძიებებით: ლექციებიდან და დისკუსიებიდან დაწყებული, დამთავრებული მასტერკლასებით და მუსიკალური პროგრამებით. ლგბტქ+ თემის თანასწორობისა და უფლებების მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის, ფესტივალის ფარგლებში, მოხდება KyivPride Awards-ის დაჯილდოვებაც.

თანასწორობის მარში 16 ივნისს უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვით, სამხედრო ადმინისტრაციასთან შეთანხმებით გაიმართება.

დღის ამბები