20 აგვისტო 2026,   15:32
ვრცლად
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2021-2023 წლებში მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით, შემოსავლების სამსახურში ფიქტიური მონაცემები წარმოადგინეს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 700 ათასზე მეტი ლარი მიისაკუთრეს.

დანაშაული ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები