29 სექტემბერი 2024,   03:14
ვრცლად
ღაზას სექტორში მდებარე გაერო-ს სკოლაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ღაზას სექტორში მდებარე გაერო-ს სკოლაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ტერიტორიას, ბოლო მონაცემებით, ასობით დევნილი აფარებს თავს. ებრაელი სამხედროების მტკიცებით კი სკოლაში “ჰამასი“ იყო განთავსებული.

დაძაბულობა იზრდება ისრაელ-ლიბანის საზღვარზე. გუშინ საღამოს ისრაელის ჩრდილოეთით განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, “ჰეზბოლამ“ პასუხისმგებლობა აიღო.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ღაზაზე სამხედრო შეტევები მოლაპარაკების აღდგენის გამო არ შეჩერდება.

დღის ამბები